პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განმარტებები, როგორც განათლების რეფორმის, ასევე საქართველოში არაბული ინვესტიციის მიმართულებით, ოპოზიციისთვის ამომწურავი არ აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოქალაქეთათვის გაუგებარია ინვესტიციის ის მხარე, რომელიც პროექტის სოციალურ, პოლიტიკურ თუ დემოგრაფიულ კომპონენტებს მოიცავს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ კითხვებს აჩენს ხელშეკრულების გაუმჭვირვალობა. მათ შორის, მიუთითებენ შესაძლო კორუფციულ რისკებზე. თავის მხრივ, მმართველი გუნდი პროექტის უნიკალურ ხასიათზე აქცენტირებს. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ინვესტიციას ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს. რა საკითხებზე ვერ მიიღეს პასუხები ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა?