პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოს დასავლური კურსისთვის აღარ მუშაობს - რას ამბობენ პოლიტიკოსები? - Palitra News

პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოს დასავლური კურსისთვის აღარ მუშაობს - რას ამბობენ პოლიტიკოსები?

2025-11-27 20:32:04+04:00

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გზავნილები კვლავ პოლიტიკური შეფასებებისა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. დიპლომატი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოს დასავლური კურსისთვის აღარ მუშაობს, ხოლო ქვეყნის უკუსვლაში გერმანელი დიპლომატი სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ელჩი უარყოფს იმ ბრალდებებსაც, რომელიც ბოლო პერიოდში მისი მისამართით ისმოდა. ფიშერი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის განცხადებები ვენის კონვენციისა და დიპლომატიის სტანდარტის დარღვევაზე რეალობას არ შეესაბამება, რადგან მას უკანონო არაფერი ჩაუდენია. როგორც დიპლომატი განმარტავს, ევროინტეგრაციის ნაწილში საბოლოო შეფასებებს დეკემბერში, ევროპული საბჭო გააკეთებს.