აშშ-ში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ შეეზღუდოთ. ამ მოთხოვნით დიასპორის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში არსებულ საქართველოს საელჩოში წერილიც მიიტანეს.საელჩოში მისულ ემიგრანტებს კარი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს კონსულმა, პაატა პაპუაშვილმა გაუღო - მან კართანვე მოისმინა საკითხი და ჩაიბარა წერილი, რომელსაც ხელს აშშ-ში მოქმედი 9 დიასპორული ორგანიზაცია აწერს.ნიკოლოზ ჩხეიძე, ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ემიგრანტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა.აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის მიერ დაცული საარჩევნო უფლების შესახებ აშშ-ში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.