რა ეტაპზეა საქართველო დასავლეთთან ურთიერთობების გზაზე - რას აცხადებენ მმართველ გუნდში - Palitra News

რა ეტაპზეა საქართველო დასავლეთთან ურთიერთობების გზაზე - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2025-11-28 09:25:03+04:00

რა ეტაპზეა საქართველო დასავლეთთან ურთიერთობების გზაზე - მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტაცია მკაფიოა და ის კონსტიტუციაშია ასახული.. ქართული მხარე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს. როგორც აღნიშნავენ, ევროკავშირის ელჩის წერილი ადასტურებ, რომ გაწევრიანების პროცესი ევროპას 6-5 თვით ადრე ჰქონდა შეჩერებული. ოპოზიცია, ქართული ოცნების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამბობენ რომ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია შეუძლებელია. ვიდრე, მხარეები ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან, კრიტიკული გზავნილები ისმის ევროპელი დიპლომატებისგან. ამჯერად, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გნამარტა, რომ ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია დაპაუზებულია, რაზეც საბოლოო შეფასებას, დეკემბერში, ევროპული საბჭო გააკეთებს.