საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქეა დაკავებული - Palitra News

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქეა დაკავებული

2025-11-28 09:26:01+04:00

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქეა დაკავებული. უწყების თანახმად, ვლადიმირ დუბოვსკის და ალინა საველიევას ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.