გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა. სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული 16 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარი, მოქალაქეს ბენზინმზიდის ძარაზე მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. მესტია-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გააჩერეს და დალუქეს. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.