უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ. ზელენსკის განმარტებით, უკრაინული დელეგაცია იქნება კარგად მომზადებული. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის გუნდი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად, გააგრძელებს ჟენევაში მიღწეულ საკითხებზე მუშაობას ისეთი ფორმით, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების გზამდე მიგვიყვანს. აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.