ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა - Palitra News

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

2025-11-28 09:28:41+04:00

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. ჰონგ-კონგის ლიდერის, ჯონ ლის განცხადებით, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი ფაქტობრივად კონტროლს ექვემდებარება. მათივე განმარტებით, მაშველებმა 55 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. როგორც „როიტერი“ წერს, ეს ჰონგ კონგში ყველაზე მასშტაბური ხანძარია 1948 წლის შემდეგ, როდესაც საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა.