სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი 212 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.