მსოფლიო ლიდერები აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებს არა მხოლოდ უკრაინის დელეგაცია, არამედ თავადაც გამართავს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, უკრაინის გუნდი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჟენევაში მიღწეულ საკითხებზე მუშაობას ისეთი ფორმით გააგრძელებს, რომელიც ქვეყნებს მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებამდე მიიყვანს. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასთან სამშვიდობო გეგმაზე ხელმოწერა აზრს მოკლებულია, რადგან პრეზიდენტმა ლეგიტიმური სტატუსი დაკარგა. მისივე თქმით, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება. ოფიციალური მოსკოვის ცნობით, საომარი მდგომარეობის დასრულებისთანავე, უკრაიანში ახალი არჩევნები დაუყონებლივ უნდა ჩატარდეს.