აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია „მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან“ მიგრაციის სამუდამოდ შეჩერებაზე იმუშავებს. მისივე თქმით, ის ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას შეაჩერებს იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც მშვიდობას. საფრთხეს უქმნიან. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოქალაქეობას ჩამოართმევს და განახორციელებს ნებისმიერი უცხოელი მოქალაქის დეპორტაციას, თუ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან.