ტაილანდში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ტაილანდში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა

2025-11-28 12:35:28+04:00

ტაილანდში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა, ინდონეზიაში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე, 60-ს შეადგენს. ტაილანდის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობების შედეგად, ცხრა პროვინციაში თითქმის სამი მილიონი ადამიანი დაზარალდა. ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, სადაც 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ტროპიკულმა ციკლონმა წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 100 ადამიანი დაკარგულად ითვლება. კუნძულზე ელექტროენერგიის გათიშვა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. როგორც „როიტერი“ წერს, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.