მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ეს სიტყვები საზოგადეობამ 2024 წლის 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგიდან მოისმინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, 1 წლის შემდეგ, სიმბოლურად, ამავე თარიღზე, დემონსტრანტები მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. დღეს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეები შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. აქტივისტების თქმით, სიმბოლური თარიღი ერთობის სადემონსტრაციოდ დამატებითი შესაძლებლობაა, რომელიც სხვა გზავნილებთან ერთად, აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაკარგვას არ შეეგუება. დაგეგმილ აქცია-მსვლელობას უერთდებიან, როგორც პარლამენტის წინ მოშიმშილეები, ისე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. დემონსტრანტთა რიგებში არ იქნებიან "გახარია საქართველოსთვის" წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით არ დადგებიან. როგორია აქციის დღის წესრიგი.