ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის - Palitra News

ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის

2025-11-28 13:03:35+04:00

„გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ზაზა თავაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას - ვისაც მოსწონდა, ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა.

თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც, ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი.

დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი - ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის.

მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემატკივრად!“- წერს ზაზა თავაძე.