მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი მსჯავრდებულ გური მირცხულავასა და ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, მსჯავრდებულებისათვის გამოყოფილი ადგილი, რომელიც შუშით არის შემოღობილი, საკმარისი სივრცე არ არის 11 პირისთვის, რომლებთან ერთადაც ესკორტის თანამშრომლებიც იმყოფებიან. უფლებადამცველებმა ამ კონტექსტში აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულები აღნიშნულ სივრცეში ვერ ეტევიან და მათ მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა მოუწევთ. კიდევ რა შუამდგომლობები დააყენეს ადვოკატებმა.