დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადადების გადაყვეტილების შესახებ გამოაცხადა - 365 დღეა რაც მოქალაქეების ნაწილი ყოველ დღე პარლამენტის წინ იკრიბება უცვლელი მოთხოვნებით დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლენენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. სიმბოლურად დღესაც ოპონენტები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ოპოზიციონერი მოქალაქეები, რომლებიც აქციას უერთდებიან ამბობენ, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. დემონსტაციას არ უერთება გახარიას გუნდი. ექსპრემიერის თანაგუნდელები ამბობენ, რომ , მშვიდობიანი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებებმა დააზიანა და ახლა გახარიას პარტიას პარლამენტში ყოფნით ბევრად ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ვიდრე ქუჩიდან.