"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე პასუხიმგებლობას ბრიუსელს აკისრებს - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე პასუხიმგებლობას ბრიუსელს აკისრებს - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2025-11-28 15:29:18+04:00

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებამდე - 2024 წლის 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროინტეგრაციის დადებითი დინამიკა ეჭვის ქვეშ დააყენა. ერთი წელია საქართველოში ვხედავთ პროტესტს, ევროპელი ლიდერების მწვავე განცხადებებს, კრიტიკული რეზოლუციებსა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების დაპატიმრებებს. ამის ფონზე, ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან შეჩერდა და ადამიანები, რომლებიც დემონსტაციებში მონაწილეობენ გარედან დაფინანსებული პირები არიან.

"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე პასუხიმგებლობას ბრიუსელს აკისრებს - რას აცხადებენ ოპოზიციაში