სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა

2025-11-28 15:27:41+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მონაწილეებმა განიხილეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პრიორიტეტები და სამომავლო პროექტები.