დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისმა გასცა ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, განაგრძონ ბიზნეს ოპერაციები „ლუკოილის“ საერთაშორისო შვილობილ კომპანიებთან - Palitra News

დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისმა გასცა ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, განაგრძონ ბიზნეს ოპერაციები „ლუკოილის“ საერთაშორისო შვილობილ კომპანიებთან

2025-11-28 15:47:26+04:00

დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისმა გასცა ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, განაგრძონ ბიზნეს ოპერაციები „ლუკოილის“ საერთაშორისო შვილობილ კომპანიებთან. ლიცენზიის მიხედვით, კომპანიებს შეუძლიათ, განაგრძონ ბიზნეს ოპერაციები „ლუკოილთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან, განახორციელონ გადახდები ძველი და ახალი კონტრაქტების მიხედვით, მიიღონ და გადასცენ ეკონომიკური რესურსები. თუმცა თანხა, რომელიც „ლუკოილ ინთერნეშენალსა“ და მის შვილობილ კომპანიებს უნდა გადაეცეთ, გაყინულ ანგარიშებზე უნდა ჩაირიცხოს. ამ ფულის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც „ლუკოილ ინთერნეშენალი“ რუსეთის „ლუკოილს“ დატოვებს. ლიცენზია მოქმედებს 2025 წლის 27 ნოემბრიდან 2026 წლის 26 თებერვლამდე.