BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომმ ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 128-მდე გაიზარდა, დაშავებულია 79 ადამიანი.ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ შენობებში 16 ცხედარი რჩება. ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირების თქმით, ხანძარი ქვედა სართულიდან დაიწყო და ზემოთ ავიდა, თუმცა, გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის და გამოძიება გრძელდება. ხელისუფლების ცნობით, სახანძრო სიგნალიზაცია რვავე ბლოკში არაეფექტურად მუშაობდა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დასრულდა, ოპერაციაში 2 300-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. ჰონგ-კონგის პოლიცია ვარაუდობს, რომ საცხოვრებელი კორპუსებში გაჩენილი ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული სახიფათო ხარაჩოები და ქაფის მასალები ყოფილიყო.