საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თბილისის საკრებულოს წევრებთან და რაიონების გამგებლებთან ერთად, დედაქალაქის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა. მხარეებმა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, იმ სკოლების ჩამონათვალზე იმსჯელეს, რომლებიც რეაბილიტაციას ან სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას პირველ რიგში საჭიროებს. შეხვედრების ფარგლებში მიღებული უკუკავშირებისა და შედეგების საფუძველზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს.