შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისკენ“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობის არ დაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა.
„გავიხსენოთ, როგორ მოუწოდებდა შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი „მაიდნისკენ“ და რადიკალიზაციისკენ.
შვედეთის ხელისუფლება დღემდე არც ამ განცხადებას გამიჯვნია, არც შარშან პარლამენტის დაწვის მცდელობა გაუკიცხავს და არც 4 ოქტომბრის შეუმდგარი ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაუგმია.
ძალადობის არ დაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა,“ - წერს პაპუაშვილი.