ვიქტორ ორბანი - ვიმედოვნებთ, ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივები მშვიდობამდე მიგვიყვანს - Palitra News

ვიქტორ ორბანი - ვიმედოვნებთ, ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივები მშვიდობამდე მიგვიყვანს

2025-11-28 16:16:57+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივები მშვიდობამდე მივა.

„ვიმედოვნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივები საბოლოოდ სწორედ ამ მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ორბანმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დასაწყისში.

მისი თქმით, უნგრეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების განსახილველად პლატფორმის უზრუნველსაყოფად.

„დღევანდელი შეხვედრა შესაძლებლობას გვაძლევს დავადასტუროთ, რომ უნგრეთი მზადაა, უზრუნველყოს პლატფორმა ასეთი მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებას“, - განაცხადა ორბანმა.