უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, აქციებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაშავებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების საქმეებზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებებისთვის დამნაშავეთა ვინაობა ცნობილია, თუმცა მათი პასუხისგებაში მიცემა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ფაქტობივად გამორიცხულია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა - რას ამბობენ ამ საკითხზე დაზარალებული მოქალაქეები და როგორია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასება?