მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი გადაიდო - Palitra News

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

2025-11-28 20:41:53+04:00

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი მსჯავრდებულ გური მირცხულავასა და ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, მსჯავრდებულებისათვის გამოყოფილი ადგილი, რომელიც შუშით არის შემოღობილი, საკმარისი სივრცე არ არის 11 პირისთვის, თან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მათთან ერთად იმყოფებიან ესკორტის თანამშრომლებიც. შესაბამისად, უფლებადამცველების განმარტებით, მსჯავრდებულები ფიზიკურად ვერ ეტევიან აღნიშნულ სივრცეში და მათ მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა მოუწევთ.