დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოეხმაურნენ - Palitra News

დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოეხმაურნენ

2025-11-29 12:27:05+04:00

დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოეხმაურნენ.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ჯიმ რიში და კომიტეტის „დემოკრატების“ ლიდერი, ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს, საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებები აღადგინოს და დემოკრატიულ მმართველობას დაუბრუნდეს.

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ასევე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოეხმაურა - მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში და მხარს უჭერს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს.

განცხადება ასევე ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმაც გაავრცელა - როგორც მან აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” ისტორიიდან უნდა ისწავლოს, რომ თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს.