არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი, მარტო დატოვა ქვეყანა რუსული საფრთხის პირისპირ და მოსწყვიტა დასავლეთის იმ სამყაროს, რომლისკენაც საუკუნეებია მივისწრაფით.
მესამე სექტორის შეფასებით, რუსეთის პოლიტიკური წრეები მიესალმნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის პუტინისტური რუსეთის ინტერესების სრული გამეორება.