„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია - Palitra News

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია

2025-11-29 12:28:19+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია. შსს-ის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით, ჩაამსხვრია სასმართლოს შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია შიდა სივრცესი, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. შსს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.