პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემას ართულებს - Palitra News

პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემას ართულებს

2025-11-29 12:29:32+04:00

პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემას ართულებს - რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი სამუშაო ვიზის ასაღებადაც სრული პროცედურის გავლა მოუწევთ. “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება ზიანს მხოლოდ პოლონეთის ეკონომიკას მოუტანს, თუმცა საპირისპირო აზრზეა ოპოზიცია და მთავარ პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

დადგენილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის პრივილეგიები 1 დეკემბრიდან უქმდება, 21 ნოემბერს მიიღეს.

სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებული გზით სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები კვლავ ისარგებლებენ.