ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა - Palitra News

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა

2025-11-29 12:30:04+04:00

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. წვევამდელები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით არიან გაწვეული.

საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალს, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ.