გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რაჭაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინა - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რაჭაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინა

2025-11-29 12:30:43+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რაჭაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყე - წიწვოვანი სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 42 ერთეული დაუფირნიშებელი მორი ჰქონდა განთავსებული.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.