ტანას აღკვეთილში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა 200 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სააგენტო ამმიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს იშვიათი და საფრთხისწინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებასა და მათიბუნებრივი პოპულაციების გამყარებას. კაკბები ტანას აღკვეთილის ადმინისტრაციას საჩუქრად ფონდმა „ქართუმ“გადასცა.