„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია - Palitra News

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია

2025-11-29 15:57:03+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია. შსს-ის ინფორმაციით, ელისაშვილმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით, ჩაამსხვრია სასმართლოს შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია შიდა სივრცეში, სადაც ბენზინი დაასხა და შენობის დაწვა სცადა. ამ ვერსიას არ იზიარებს ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი - მან შსს-ს ვერსიას „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია უწოდა. ადვოკატის თქმით, მას ალეკო ელისაშვილი ადგილსამყოფელთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაციაც ამ დრომდე არ აქვს.