„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაყვეტილების წლისთავთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტამდე მივიდნენ - პარალელურად ამ დემონსტრაციას შეუერთდა საპროტესტო მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ოფისიდან. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, თუმცა, მომიტინგეთა შორის არ იქნებიან პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ამის მიზეზად ისინი კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ სდებენ ბრალს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მხარეები ასევე აქტიურად განიხილავენ პროტესტის შემდგომი გაგრძელების ვერსიებს, თუმცა ამის საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლები საპროტესტო დემონსტრაციების მომავალს სკეპტიკურად უყურებენ და ოპოზიციის შანსებს მიზერულად აფასებენ.