განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მეცნიერებსა და ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა.საიუბილეო საღამოზე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სიგელით სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები. ასევე, უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო - შოთა რუსთაველის მედალი გადაეცა აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს და შეირჩა 17 საპატიო დოქტორი.