შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 18 კილოგრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება დაკავებულის ავტომობილისა და მცხეთაში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.