„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიმართ რიტორიკას არ ცვლის და აცხადებს, რომ ბრიუსელთან ხვეწნას არ აპირებს, თუმცა ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან. „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებით, მოლაპარაკებები არა საქართველის ხელისუფლებამ არამედ ევროკავშირმა შეაჩერა. მწვავე განცხადებების ფონზე ევროპელი ლიდერები საქართველის მიმართ მწვავე განცხადებებს არ ერიდებიან და ამბობენ, რომ ბოლი 1 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით კი ქართული ოცნების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია და ამ ყველაფერს საზოგადოება კარგად ხედავს.