უწყვეტი მაუწყებლობის 10 წელი - 2015 წლის 29 ნოემბერს, დაიწყო ობიექტური, სანდო და მაღალი სტანდარტების მქონე მედია პლატფორმის ისტორია, რომელმაც დღეს ერთგული მაყურებლის ნდობა დაიმსახურა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ტელეარხი გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას როგორც მაყურებლის, ასევე ქვეყნისა და პროფესიის წინაშე - შესაბამისად, ვზრუნავთ იმ ხარისხსზე, რომელმაც 10 წლის განმავლობაში „პალიტრანიუსი“ განვითარების გზაზე დააყენა. ჩვენ ვემსახურებით სიმართლეს, დამოუკიდებლობას და მედიის ეთიკური სტანდარტების სულისკვეთებას: ჩვენი ჟურნალისტიკა არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ღია პლატფორმა ნებისმიერი აზრისათვის. ამასთანავე, დაარსების დღიდან, 10 წლის განმავლობაში „პალიტრანიუსი“ აძლევს შესაძლობას ყველა იმ პროფესიონალს, ვისაც ჟურნალისტის პროფესია ნამდვილად უყვარს - ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა ასახულია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის ხარისხსა და დონეზე.