შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, უწყების წარმომადგენლებისთვის ექსპერტების გადამზადების სპეციალური კურსი ჩატარდა. სწავლების ფარგლებში გადამზადება ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლებს.სასწავლო პროგრამა მოიცავდა საგამოძიებო პროცესში ექსპერტის საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან პრაქტიკულ მიმართულებას, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვას. საკვალიფიკაციო კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შემთხვევის ადგილის სათანადო წესით დოკუმენტირება, პოტენციური მტკიცებულების იდენტიფიცირება, მტკიცებულების წესების შესაბამისად ამოღება-დალუქვა და სხვა.