კვლავ განხილვისა და შეფასებების თემაა, EMAAR ჯგუფის მიერ, საქართველოში დაგეგმილი პროექტების განხორციელების საკითხი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, არაბული ინვესტიცია “ქართული ოცნების” მხრიდან სახიფათო სქემას წარმოადგენს. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ხელისუფლებამ გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით, თავადაც ნათელი უნდა გახადოს საზოგადოებისთვის მსგავსი ნაბიჯები. გახარია საქართველოსთვის გუნდში კი აღნიშნავენ, რომ პარლამენტში ამ პროექტის შესახებ კითხვებს კვლავ დასვამენ.