კომუნიკაციების კომისია მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს - Palitra News

კომუნიკაციების კომისია მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს

2025-12-01 09:31:25+04:00

კომუნიკაციების კომისია მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, მარტვილის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მარტვილის მერი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა თუ რა შესაძლებლობას წარმოადგენს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და როგორ შეცვლის ციფრული უნარების განვითარება მოქალაქეების ყოველდღიურობას უკეთესობისკენ. პროგრამის ფარგლებში, მარტვილის სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლები სრულიად უფასოდ გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ციფრული წიგნიერება, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.