აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავიდა. CNN-ის ცნობით, უიტკოფი რუსეთის დედაქალაქში, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. კვირას უიტკოფი ფლორიდაში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად, მაღალი დონის უკრაინულ დელეგაციას შეხვდა. გუშინ, ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საუბარი კონსტრუქციული იყო, ყველა საკითხი ღიად განიხილებოდა და მიზნად უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას ისახავდა. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია და რამოდენიმე საკითხი ისევ საკვანძრო რჩება. გარდა ამისა, აუცილებელია ემსამე მხარეც ჩაერთოს მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.