თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტსა და ბუდაპეშტის სპას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - Palitra News

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტსა და ბუდაპეშტის სპას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2025-12-01 10:30:36+04:00

ბალნეოლოგია - "ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაცია“ აგრძელებს სექტორის პროფესიული უნარების განვითარებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტსა და ბუდაპეშტის სპას შორის. მანამდე კი, ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სპა და ბალნეოლოგიური ობიექტების სტრატეგიული მენეჯმენტი“, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას საერთაშორისო გამოცდილება ბუდაპეშტის სპა და თერმული აბანოების წარმონადგენლებმა გაუზიარეს.