ირაკლი კობახიძე - არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა - Palitra News

ირაკლი კობახიძე - არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა

2025-12-01 12:34:46+04:00

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა. მისი განმარტებით, რეფორმის მიზანია ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განათლებას უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს რადგან საზოგადოება, რომელსაც არ აქვს საკმარისი განათლება მარტოვად არის სამართავი და იოლად ექვემდებარება მანიპულაციებსა და გარე ჩარევებს. ამასთანავე, პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.