„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - დაკავებულ პოლიტიკოსს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა - Palitra News

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - დაკავებულ პოლიტიკოსს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა

2025-12-01 12:35:07+04:00

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - დაკავებულ პოლიტიკოსს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქმედებას აღიარებს, თუმცა ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.