შალვა პაპუაშვილი - ის, რომ აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ ჯეიმს ო'ბრაიენისთვის მაქვს ნათქვამი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ის, რომ აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ ჯეიმს ო'ბრაიენისთვის მაქვს ნათქვამი

2025-12-01 12:37:01+04:00

„ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ დასავლეთს კვლავ აკრიტიკებენ - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე ჩანს, თუ „რამდენად მძიმე პირობების მიღებაზე უწევს უკრაინას ფიქრი - პაპუაშვილის შეფასებით, სავარაუდოდ, აღნიშნული ომი დასასრულს მიუახლოვდა. მანვე განცხადა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო მთავრობაში.