უწყვეტი პროტესტიდან 1 წლის შემდეგ, ოპოზიცია დემონსტრაციების გაგრძელების განსხვავებულ ვერსიებს განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციები აქტიურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს - ამასთანავე, ხელისუფლების ოპონენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ გაერთიანდნენ. მათივე შეფასებით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთობლივი ძალებით დაპირისპირება უფრო ეფექტური იქნება. ამავადროულად, ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდში თვლიან, რომ ქუჩის პროტესტის დრო ამოიწურა და ხელისუფლების რეალური დამარცხება ახლა მხოლოდ პოლიტიკურ ველზეა შესაძლებელი.