აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში გაემგზავრა. CNN-ის ცნობით, უიტკოფი რუსეთის დედაქალაქში, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. კვირას უიტკოფი ფლორიდაში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად, მაღალი დონის უკრაინულ დელეგაციას შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებმა ფლორიდაში განიხილეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. დელეგაციებს აშშ-ის სახელმწოფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდნენ. უფრო ვრცლად რა განიხილეს მხარეებმა ფლორიდაში და რა შეხვედრები არის კიდევ დაგეგმილი აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით.