ჰონგ კონგის საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - Palitra News

ჰონგ კონგის საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2025-12-01 12:46:24+04:00

ჰონგ კონგის საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჰონგ კონგის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად კომპლექსში, სულ მცირე, 146 ცხედარია ნაპოვნი. ჰონგ კონგის პოლიციის დაშავებულთა განყოფილების ხელმძღვანელმა, შუკ-ინ ცანგმა განაცხადა, რომ კიდევ ასი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ყველა მათგანი დაღუპულია. ჰონგ კონგის მაღალსართულიან კომპლექსში ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა მხოლოდ პარასკევს შეძლეს. ჰონგ კონგის პოლიციის ცნობით, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის იმ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აუცილებელი რეგულაციების დაცვის გარეშე ახორციელებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილზე არც სახანძრო სიგნალიზაცია მუშაობდა გამართულად.