მცხეთაში ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. საზოგადოებრივი მოძრაობა "ის, რაც გვაერთიანებს" ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. ამჯერად, მცხეთის კულტურისა და განათლების ცენტრმა მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა, რომელმაც მსმენელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.